დღეს, 5 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვევა. ამერიკელი დიპლომატის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12:00 საათზე დაეშვება. პირველ შეხვედრას კლინტონი 12:30 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიდერ ქალებთან გამართავს.
15:00 საათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახე, ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ასახულ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელებენ.
15.45 საათზე კი ჰილარი კლინტონი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციის ლიდერი გიორგი თარგამაძე და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიიდან "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიასთან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი 16:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამეგზავრება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთ ევროპული ტურნის ფარგლებში 1-4 ივლისს უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს და სომხეთსაც სტუმრობდა.