ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ხვალ ეწვევა.
ხვალ, 5 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვევა. ამერიკელი დიპლომატი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართავს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე დაიწყება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახე, ასევე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ასახულ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელებენ.
ამასთან, ჰილარი კლინტონის ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციის ლიდერ გიორგი თარგამაძესთან და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიის "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთ ევროპული ტურნის ფარგლებში 1-4 ივლისს უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს და სომხეთსაც სტუმრობდა.