პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომის დაწყებამდე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და წარმატებები უსურვა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მათ რთული საქმე ჩაიბარეს, თუმცა ისინი წარმატებული არიან და საქმეს თავს კარგად გაართმევენ.
"დღეს მთავრობის ახალი შემადგელობით პირველი სხდომაა. მინდა მივესალმო და წარმატებები ვუსურვო სამ ახალ მინისტრს სამთავრობო მაგიდასთან. სამივეს საკმაოდ რთული სამქე აქვთ გასაკეთებელი. თუმცა ისინი იმდენად წარმატებული ადამიანები არიან თავიანთ საქმეში, რომ ამ დავალებასაც თავს კარგად გაართმევენ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მნიშვნელოვანი ღერძია ქვეყნის ქვაკუთხედისთვის და იქ გასაკეთებელი ძალიან ბეგვრია. ვიმედოვნებ, რომ ახალი მინისტრი საქმეს თავს წარმატებულად გაართმევს. ასევე წარმატებას ველით რამაზ ნიკოლაიშვილისგან, რომელიც გზების დეპარტამენტში მუშაობდა. წარმატებები მინდა ვუსურვო ლადო ვარძელაშვილსაც", _ განაცხადა გილაურმა.