ხვალ, 3 ივლისს, 15:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება.
13:00 საათზე პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რამაზ ნიკოლაიშვილს წარადგენს, 13:30 საათზე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად ლადო ვარძელაშვილს, 14:00 საათზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვერა ქობალიას.