საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი ოპოზიციას ურჩევს, სამთავრობო პროგრამა კარგად წაიკითხონ და შეკითხვები აღარ გაუჩნდებათ. ეს განცხადება გაბაშვილმა დღეს სესიაზე განახლებული სამთავრობო პროგრამის განხილვისას გააკეთა.
პოზიციამ აღნიშნული პროგრამა გააკრიტიკა, თუმცა როგორც გაბაშვილი აღნიშნავს, პროგრამას "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" იმიტომ ჰქვია, რომ სიღარიბე ჯერ კიდევ არის ქვეყანაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე არფერი გაკეთებულა.
"არავის არ აქვს ილუზია, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ არც იმის არდანახვა შეიძლება, ქვეყანაში რა გაკეთდა. არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ქვეყანამ სამი უზარმაზარი შოკი გამოიარა, ეს არის რუსეთთან ომი, მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ზოგიერი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი დაძაბულობის პერიოდი", - აცხადებს გაბაშვილი და დასძენს, რომ თითოეული ასეთი კრიზისი ჩვენზე უფრო სტაბილურ ქვეყანასაც კი შეუქმნიდა პრობლემას, მაგრამ მთავრობამ მოძებნა გზა, გამოსულიყო კრიზისიდან და ეს გზა არის ეკონომიკის ლიბრალიზაცია", - აცხადებს გაბაშვილი.
მისი თქმით, მთავრობას აქვს სწორი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა ამ პოლიტიკას იზიარებს და მხარსაც დაუჭერს