პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური სკოლებიდან პედაგოგების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას თავად სკოლების დირექტორებს აკისრებს. ამის შესახებ განცხადება გილაურმა დღეს სესიაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, გია ცაგარეიშვილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ცაგარეიშვილი დაინტერესდა, რას ნიშნავს სკოლებში საათების ოპტიმიზაცია და ამ პროცესს რატომ მოჰყვა სკოლებში პედაგოგების გათავისუფლება.
"დღემდე მინისტრისგან გვესმის ის, რომ მასწავლებლების გათავისუფლება არ ხდება, თუმცა უკვე ასობით მასწავლებელია გათავისუფლებული. იქნებ თქვენ მაინც გაქვთ კითხვაზე პასუხი, თუ რას ნიშნავს, საათების ოპტიმიზაცია და ეს პროცესი სადამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
"სკოლებში ახლა უბრალოდ გეგმური საშტატო დამტკიცება მიმდინარეობს. ეს კი არანაირ კავშირში არ არის საათების ოპტიმიზაციასთან. თუკი ამ პროცესში დირექტორები მიიჩნევენ, რომ მასწავლებელთა შემცირებით შეძლებენ, კარგ მასწავლებლებს ხელფასი მოუმატონ, ეს მათი გადასაწყვეტია", - აცახდებს გილაური.