აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან გასამართ შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციიდან "ქრისტიან-დემოკრატი" გიორგი თარგამაძე მიიწვიეს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბრის თემა უსაფრთხოების საკითხები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება იქნება.
ამ ეტაპზე უცნობია, კიდევ ვინ იქნება საპარლამენტო ოპოზიციიდან წარმოდგენილი აღნიშნულ შეხვერაზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში 5 ივნისს ჩამოვა. კლინტონის ოფიციალური ვიზიტი 24 საათს გასტანს.