ირანის ბირთვული პრობლემის დიპლომატიური დარეგულირებისთვის კარები "ჯერ კიდევ ღიაა". ირანის ხელისუფლებას აქვს არჩევანი დაამტკიცოს რომ მისი განზრახვა ბირთვულ სფეროში მშვიდობიან ხასითს ატარებს. ასეთი განცხადებები გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანონპროექტის ხელმოწერისას, რომელიც აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ სანქციების ცალმხრივ გამკაცრებას ითვალისწინებს.
ბარაკ ობამას მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ კონგრესის მიერ დამტკიცებულმა პროექტმა კანონიერი ძალა შეიძინა.
ობამამ მორიგ ჯერ გააფრთხილა ირანი, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს თეირანის ხელში ბირთვული იარაღის აღმოჩენას.
"არ უნდა არსებობდეს არავითარი ეჭვი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აშშ და საერთაშორისო თანამეგორბობას მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის ქონა" - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი ურტყამს ირანის ხელისუფლებას, რათა მან ვერ დააფინანსოს და ვერ განავითაროს საკუთარი ბირთვული პროგრამები, "საუბარია ერთ-ერთ უმკაცრეს სანქციებზე ირანთან მიმართებაში, რომელიც აშშ-ს კონგრესს ოდესმე დაუწესებია".
"ჩვენ ირანის ხელისუფლებას ვუჩვენებთ, რომ მის ქმედებებს ექნება შესაბამისი პასუხი და თუკი ისინი გაჯიუტდებიან მათზე ზეწოლა გაიზრდება, იზოლაცია კი გაღრმავდება", _ განაცხადა ბარაკ ობამამ.
კანონი ართულებს ირანის ხელისუფლების მიერ ნავთობგადასამუშავებელი პროდუქტების შეძენას, ასევე იმ საგნებისა და მომსახურეობის, რომელიც აუცილებელია ნავთობისა და გაზის სექტორის გამართული ფუნქციონირებითვის.