უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების მიერ გამოყენებული იარაღის დაახლოებით 60% უკრაინული წარმოებისაა.
„ჩვენ ასევე ვქმნით იარაღის ახალ ერთობლივ წარმოებას.
ისტორიაში პირველად, უკრაინამ დაიწყო დანიასთან ერთობლივი ქარხნის მშენებლობა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი რაკეტებისა და დრონების კომპონენტების წარმოებას უზრუნველყოფს - იარაღისა, რომელმაც უკვე კარგად დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები.
ამ ომის დროს უკრაინამ უკვე მიაღწია შემდეგ მაჩვენებელს: ჩვენს ხელთ არსებული იარაღის თითქმის 60%, რაც ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ, უკრაინულია და ეს არის ძლიერი იარაღი, ბევრი მოწინავე რამ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „არსებობს მიზნები, რომელთა მიღწევაც აუცილებელია და ეს, კერძოდ, უკრაინაში და უკრაინასთან ერთად, სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაა“.
„ეს გამოწვევაა. ჩვენც უნდა მივუდგეთ ამას. უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოებს შორის ვართ იარაღის წარმოებაში“, - თქვა მან.