აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელაში ნარკოკარტელების ობიექტებზე დარტყმების განხორციელების ვარიანტებს განიხილავს.
CNN-ის ცნობით, ადგილობრივ სამიზნეებზე დარტყმები, შესაძლოა, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დასუსტების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი იყოს.
ამავდროულად, Reuters-ის ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, სურს თუ არა ვაშინგტონს რეჟიმის შეცვლა, ტრამპმა აღნიშნა: „ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ“.
„მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ [ვენესუელაში] ჩატარდა არჩევნები, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური იყო“, - თქვა ტრამპმა 2024 წლის ივლისის არჩევნებზე.
ბოლო კვირების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები განალაგა, რაც თეთრი სახლის რამდენიმე წარმომადგენელმა ნაწილობრივ მადუროსთვის სიგნალად შეაფასა.