თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბინის ქურდობის ფაქტზე 46 წლის მაია ვალიშვილი დააკავეს.
ვალიშვილი თბილისის სხვდასხვა რაიონებში ეძებდა გასაქირავებელ ბინებს, უმეტეს შემთხვევაში მისი ძებნის ობიექტს წარმოადგენდნენ ხანდაზმული ქალბატონები. ვალიშვილი მათ ეუბნებოდა რომ ბინის დაქირავება რაიონიდან ჩამოსული შვილისათვის ესაჭიროებოდა. ვალიშვივალიშვილი შედიოდა მათთან ახლო კონტაქტში, ეხმარებოდა სახლის დალაგებაში და თაღლითურად შეღწევის შემდგომ, ძარცვავდა მათ ბინებს.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაია ვალიშვილს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.