საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენთ მურათ ბურჰანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმის გაფორმებაზე გამახვილდა, რომლის საფუზველზეც ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის უძრავი ძეგლებისა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის უძრავი ძეგლების რესტავრაცია.
ასევე, აღინიშნა ქართულ-თურქული სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობა, რათა მოხდეს პოზიციების შეჯერება და ოქმის პროექტის ხელმოწერისათვის მომზადება.