ევროპის დავალიანებით გამოწვეული კრიზისა და მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ეჭვქვეშ დაყენების გამო ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე ზრდას განაგრძობს. ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე ტროის უნცია 0,1 პროცენტით, 1243,8 დოლარამდე გაძვირდა.
ბაზრის მონაწილეები საბერძნეთისა და ევროზონის სხვა ქვეყნების სახელმწიფო ფინანსურ სექტორში არსებული საგანგაშო ვითარების გარდა, შეშფოთებული არიან იმის გამოც, რომ შესაძლოა, ევროპის ბანკებს ვალების რედაფინანებისას პრობლემები შეექმნას. რეგიონის ბანკებს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ფინანსური კრიზისის დაძლევის მიზნით შემოღებული გრძელვადიანი კრედიტირების პროგრამის ფარგლებში წარმოქმნილი 442 მლრდ ევროს ვალის რედაფინანსება მოუწევთ.
ინვესტორების შიში მსოფლიო ეკონომიკის არასტაბილური აღდგენის გამო აშშ-ის, იაპონიისა და ჩინეთის სტატისტიკური მაჩვენებლებით გამყარდა. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების მიმართ მომხმარებელთა ნდობა შესამჩნევად დაეცა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოქრო 13 პროცენტით გაძვირდა და რეკორდულ მაჩვენებელს 1265,3 დოლარს მიაღწია. ოქროს გაძვირება მსოფლიო ფინანსური სისტემის არასტაბულირობის ზრდამ და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. 2010 წლის დასაწყისიდან კი ძვირფას ლითონზე ფასის ზრდა ვეროპის დავალიანების გამო შექმნილმა კრიზისმა განაპირობა.