ხვალ, 1 ივლისს, 12.00 საათზე, `სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს~ შენობაში (თბილისი, ჩარგლის ქუჩა 67) მასის ეტალონური ლაბორატორიის გახსნის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან გერმანიის ელჩი ორტვინ ჰენინგი, გერმანიის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის, გერმანიის ტექნიკური დახმარების სააგენტოს (
GTZ) წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, ხარისხის ეროვნული საბჭოს, `სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს~ წარმომადგენლები.
გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ასევე მოწვეულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკის, UNDP, მრეწველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განახლებული, თანამედროვე დონეზე აღჭურვილი მასის ეტალონური ლაბორატორია ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროექტის "ხარისხის ინფრასტრუქტურის QI განვითარება საქართველოში საკანონმდებლო მეტროლოგიაზე განსაკუთრებული აქცენტით" ფარგლებში შეიქმნა.
აღნიშნული ეტალონური ლაბორატორია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს როგორც შენობის, ასევე აღჭურვილობის კუთხით. ლაბორატორიის პერსონალმა ტრეინინგები გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტში გაიარა. ლაბორატორიის მომსახურება სრულად დაფარავს ამ სფეროში დღეისთვის არსებულ მოთხოვნას