ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე დოლარის საერთაშორისო სარეზერვო აქტივებით შესაძლო შეცვლას ნეგატიურად აფასებს. როგორც კალანდაძემ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა მსოფლიოში დოლარის გავლენა იმდენად დიდია, რომ მისი მაღალი მარჟა აუცილებლად შენარჩუნდება.
"გაეროს რეკომენდაცია იმ სავალუტო რისკებს ეფუძნება, რომელსაც მსოფლიო მაშტაბით ბოლო პერიოდში ქონდა ადგილი, მათ შორის საქართველოშიც.
დოლარის კურსის ცვლილებამ ცალკეული ქვეყნების ეკონომიკებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
ასეთ პირობებში კი არაგანვითარებადი ქვეყნები არ აღმოჩნდნენ მზად მონეტარული პოლიტიკა გაეტარებინათ და საკუთარი ეკონომიკა მნიშვნელოვანი რყევებისაგან დაეცვათ. ამან კი ცხადია ნეგატიური გავლენა მოახდინა სამომხმარებლო კალათზე და ეროვნული ვალუტის მსყიდველობით უნარიანობაზე", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს"
მისი თქმით, გაეროს ეს რეკომენდაცია რისკების გარკვეულ დივერსიფიკაციას და სხვადასხვა ვალუუტაზე სავალურო რისკების წონის გადანაწილებას ითვალისწინებს, მათ შორის ევროზე, იაპონურ იენზე და ინგლისურ გირევანქა სტერლინგზე.
"ამ მოსააზრებაში გარკვეული პრაგმატიზმი და რაციონალიზმი დევს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მცირედი ეკონომიკის ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული დოლარის ეკონომიკის ქვეყნებზე და დოლარიზაციის ხარისხი ამ ქვეყნებში არის მაღალი და იმავდროულად გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოწინავე ევროს ქვეყნების ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ზე და შესაბამისად დოლარზე, ვფიქრობ აღნიშნული ინიციატივა რომელიც ახალი გლობალური სარეზერვო სისტემების შექმნას ითვალისწინებს, იქნება ნაკლებად ეფექტური", _ განაცხადა კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ახალი მოხსენება შეიცავს წინადადებას, რომელიც დოლარზე, როგორც ძირითად გლობალურ სარეზერვო ვალუტაზე უარის თქმას ითვალიწინებს.
"დოლარმა აჩვენა, რომ იგი ღირებულების შენარჩუნების სტაბილურ საშუალებას არ წარმოადგენს", _ ნათქვამია World Economic and Social Survey 2010-ის მოხსენებაში.
მოხსენების ავტორების აზრით, უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებადი ქვეყნები დოლარის ღირებულების ვარდნის გამო, ძლიერად დაზარალდნენ.
"არასტაბილური სავაჭრო ბაზრებისა და ფინანსური ნაკადის დაზღვევის აუცილებლობის გამო, განვითარებადი ქვეყნები დოლარის რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილის აკუმულირებას ახდენდნენ,"_ ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების ავტორები მხარს უჭერენ დოლარის შეცვლას საერთაშორისო სარეზერვო აქტივებით, რომელიც სავალუტო კალათისგან შედგება.
"შესაძლებელია შეიქმნას ახალი გლობალური სარეზერვო სისტემა, რომელიც არ იქნება დაფუძნებული დოლარზე, როგორც ერთადერთ მთავრ სარეზერვო ვალუტაზე", _ ნათქვამია გაეროს მოხსენებაში. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი სარეზერვო სისტემა არ უნდა იყოს დაფუძნებული ერთ ან თუნდაც რამდენიმე ეროვნულ ვალუტაზე. ექსპერტების თქმით, შედარებით სტაბილური გლობალური ფინანსური სისტემის შესაქმენელად საერთაშორისო ლიკვიდურობის ემისიის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.