გაეროს ახალი მოხსენება შეიცავს წინადადებას, რომელიც დოლარზე, როგორც ძირითად გლობალურ სარეზერვო ვალუტაზე უარის თქმას ითვალიწინებს.
"დოლარმა აჩვენა, რომ იგი ღირებულების შენარჩუნების სტაბილურ საშუალებას არ წარმოადგენს", _ ნათქვამია World Economic and Social Survey 2010-ის მოხსენებაში.
მოხსენების ავტორების აზრით, უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებადი ქვეყნები დოლარის ღირებულების ვარდნის გამო, ძლიერად დაზარალდნენ.
"არასტაბილური სავაჭრო ბაზრებისა და ფინანსური ნაკადის დაზღვევის აუცილებლობის გამო, განვითარებადი ქვეყნები დოლარის რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილის აკუმულირებას ახდენდნენ,"_ ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების ავტორები მხარს უჭერენ დოლარის შეცვლას საერთაშორისო სარეზერვო აქტივებით, რომელიც სავალუტო კალათისგან შედგება.
"შესაძლებელია შეიქმნას ახალი გლობალური სარეზერვო სისტემა, რომელიც არ იქნება დაფუძნებული დოლარზე, როგორც ერთადერთ მთავრ სარეზერვო ვალუტაზე", _ ნათქვამია გაეროს მოხსენებაში. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი სარეზერვო სისტემა არ უნდა იყოს დაფუძნებული ერთ ან თუნდაც რამდენიმე ეროვნულ ვალუტაზე. ექსპერტების თქმით, შედარებით სტაბილური გლობალური ფინანსური სისტემის შესაქმენელად საერთაშორისო ლიკვიდურობის ემისიის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.