1-ლი ივლისიდან სურსათის მწარმოებელ იმპორტიორ კომპანიებზე სახელმწიფო მონიტორინგი უნდა დაწყებულიყო, თუმცა "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციის ამ პროცესმა, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიწიოს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კერძო სექტორმა განაცხადა, მათთვის სურსათის უვნებლობის სამსახურიდან ამ დრომდე შეტყობინება არ მისულა, რომ 1-ლი ივლისიდან სურსათის უვნებლობის სამსახური მონიტორინგს იწყებს.
ბიზნესი ამბობს, რომ თუ ხვალიდან კანონი ძალაში შევა და ინსპეტირება დაიწყება, საწარმოში არასათანადო პირობების აღმოჩენის შემდეგ სურსათის უვნებლობის სამსახური კომპანიას აფრთხილებს და ერთი წლის განმავლობაში სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ უთითებს, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე სრულად სტანდარტიზებული და ხარისხიანი პროდუქციის ვალდებულება სახელმწიფომ ექსპორტიორ საწარმოებს 2011 წლის შემდეგ მიანიჭა.'
თუმცა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სურსათის უვნებლობის სამსახურში ოფიციალურად განუცხადეს, რომ კანონმდებლობით სამსახურმა, ექსპორტირი კომპანიების შემოწმება 2010 წლის 1-ლი უვლისიდან უნდა დაიწყოს, თუმცა არ დააკონკრეტეს 1-ლი ივლისიდან შემოწმება რეალურად დაიწყება თუ არა.
როგორც ცნობილია, სურსათი უვნებლობის კანონის ყველა მუხლის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში წარმოებულ, თუ იმპორტირებულ პროდუქციის ხარისხზე კონტროლი მკაცრდება.
ამიერიდან მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს მოუწევთ სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ შეიმუშავებული ნორმების დაცვა.
ეს წესები არ ვრცელდება, პირადი ან ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათსა და ოჯახურ წარმოებასა და წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომელიც ხორციელდება მაღალმთიან რეგიონში.
სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, რომ ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მიზნით აუცილებელია: ბიზნეს-ოპერატორის მიერ გამოყენებულ იქნეს ისეთი სასურსათო ნედლეული, ინგრედიენტი, წყალი, აღჭურვილობა, დანადგარები, ინვენტარი და სხვა დამხმარე მასალა, რომლებიც შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
ბიზნეს-ოპერატორებმა, რომლებიც მისდევენ მეცხოველეობას ან აწარმობენ ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებს უნდა აწარმოონ შემდეგი სახის ჩანაწერები: ცხოველების საკვების წარმოშობის შესახებ; ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შესახებ, რომელსაც იღებენ ცხოველები, მათი მიღების თარიღები და მათი მიღების შეწყვეტის პერიოდი; დაავადებათა შემთხვევების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობაზე; ცხოველებიდან აღებული ნებისმიერი ნიმუშის ანალიზის შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ადამინის ჯანმრთელობისათვის და ასევე ნებისმიერი ანგარიში ცხოველებზე ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე განხორციელებული შემოწმებების შესახებ.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს: სურსათის, სასმელი წყლის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ასევე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების), პესტიციდების, აგროქიმიკატების ხარისხის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
საწარმოთა ინსპექტირება განხორციელდება როგორც გეგმოურად ასევე არაგეგმიურად.