დღეს, 30 ივნისს, 15:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, პარლამენტის გაძლიერების პროგრამის პრეზენტაციაში მიიღებს მონაწილეობას. პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ღონიძიება საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ბასი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე და NDI-საქართველოს დირექტორი ლუის ნავარო, რის შემდეგაც ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის.
NDI-ის პარლამენტის გაძლიერების პროგრამა მიზნად ისახავს პარლამენტის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ფუნქციის გაუმჯობესებას; პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებზე დებატების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას; პარლამენტის გამჭვირვალობის და ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობას და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 1994 წლიდან UშAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს NDI-ის საქმიანობას საქართველოში.