დღეს, 30 ივნისს, 12:00 საათზე, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ინიციატივითა და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, ახალციხე და ნიუქასლი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რაც გულისხმობს როგორც სასწავლო-კულტურული პროგრამების გაცვლას, ასევე მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნიუქასლის მერი სილვია ბრიჯიტ ფოლკნერი მეუღლით. მისი ვიზიტი ემთხვევა "ახალციხობას", სადაც მას ადგილობრივი მმართველობა საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებს.
მემორანდუმის გაფორმდება მოხდება ახალციხეში ისტორიულ ადგილას, ციხესიმაგრე "რაბათის" ტერიტორიაზე, სადაც სახალხო დღესასწაულ@"ახალციხობის" ფარგლებში გაიმართება სახალხო წარმოდგენები, გასართობი ღონისძიებები.