სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსში პროკურორებს ტრენინგი უტარდებათ
30 ივნისს, 11:00 საათზე, ქ. ბათუმში, სასტუმრო შერატონში იწყება ტრენინგები პროკურორებისთვის სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსსა და მენეჯმენტში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამმართველოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ტრეინინგებში მთავარი პროკურატურის მაღალი რგოლის მენეჯერები მონაწილეობენ.