პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებულად ცნობის შესახებ შესაბამის დოკუმენტს აშშ-ის კონგრესი აუცილებლად მიიღებს. ამის შესახებ დავითაიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"მედვედვ-ობამას შეხვედრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებულად მოხსენიება აშშ-ის მხრიდან, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ამას შემდეგი პროცესები მოჰყვება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ შეიძლება კონგრესმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულად ცნობის შესახებ დოკუმენტი არ მიიღოს, რაც რუსეთს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის", - აღნიშნა დავითაიამ.
მისი განცხადებით, აშშ-ის მხრიდან რუსეთის ჯაშუშების დაკავების "გაპიარება" ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის რეალურად, ურთიერთობების დათბობა არ მომხდარა.