2-3 ივლისს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშოსკი საქართველოს ეწვევიან და პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.
ვიზიტის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ევროპის საბჭოს გაფართოებული ქმედების შესაძლებლობათა შესწავლა იმ ტერიტორიებზე, რომელთაც 2008 წლის აგვისტოს ომი შეეხო.