საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცახდებით საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის დაწყება არ სურს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის. ამის შესახებ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და მოლაპარაკებების პროცესი ორ თანაბარი უფლებების მქონე სახელმწიფოს შორის უნდა გაიმართოს.
"რუსეთთან კონფრონტაციის არანაირი ინტერესი არ გვაქვს. მზად ვართ, ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც, განსხვავებით საქართველოს ხელმძღვანელობისგან, არჩეულია ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, რაც დაფიქსირებულია კიდევაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მიუხედავად ამისა, ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობა. ჩვენ ვაღიარებთ მათ როგორც მოლაპარაკების პარტნიორს და გვინდა ყველანაირი მოლაპარაკების წარმოება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული, როგორც ერთიანი სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც სურს რომ იყოს მათი პარტნიორი", - განაცხადა სააკაშვილმა.