საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუს ოკუპანტებს ადრე თუ გვიან საქართველოს ხელიუფლებასთან საუბარი მოუწევთ. სააკაშვილის განცხადებით, იგი მზადაა, დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დევნილების დაბრუნების საკითხებში. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
"რუსეთის ხელმძღვანელობისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ ისინი არ დაელაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას. ჩემი გამოცდილებით, ისინი არ ელაპარაკებიან არც ერთ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. ოკუპანტს მოუხდება დეოკუპაციაზე ლაპარაკი. ჩვენი მხრივ კი მინდა დავადასტურო ჩვენი სურვილი, მზადყოფნა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან ვაწარმოო ფართომასშტაბიანი დიალოგი ნორმალიზაციის შესახებ. ეს ნორმალიზაცია გულისხმობს 500 ათასი ქართველი დევნილის (და როცა ამას ვამბობ ვგულისხმობ ეთნიკურად ქართველებს და აფხაზებს, სომხებს, ევრაელებს, ბერძნებს, უკრაინელებს, ესტონელებს) დაბრუნებაზე თავიანთ მიწა-წყალზე, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენაზე, საქართველოს ტერიტორიის დეოკუაციაზე და ყველა საკითხზე, რომელიც ეხება ორმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს", - განაცხადა სააკაშვილმა.