დღეს, 29 ივნისს, ეროვნული უშიშროების საბჭო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტს განიხილავს. უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 17:00 საათზე დაიწყება და მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარუძღვება.
სამოქმედო გეგმის პროექტზე მომხსენებელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი იქნება. მეორე საკითხად საბჭო ევროინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებს. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნება.