ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს მეორე შუალედურ ანგარიშს დღეს წარუდგენს და კომისიის უფლებამოსილების ვადის მესამედ გაგრძელების საკითხიც დღესვე დადგება კენჭისყრაზე. ამის შესახებ გადაწყვეტილება 17 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
დავით ბაქრაძის თქმით, კომისია ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 29 ივნისს წარუდგენს და ამავე სხდომაზე იმსჯელებენ, კომისიას საქმიანობისთვის უნდა გაუხანგძლივდეს თუ არა ვადები.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია კომისიას მუშაობისთვის ვადები პარლამენტმა უკვე ორჯერ გაუხანგძლივა. კომისიისთვის ვადის მესამედ გახანგრძლივების საკითხი კი თავად კონსტანტინე გამსახურდიამ ბიუროს წინა სხდომაზე დააყენა და არგუმენტად დაასახელა ახლადაღმოჩენილი გარემოებების შესწავლის აუცილებლობა.