დღეს, 28 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ივნისში საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვიზიტის შედეგებს.