პარლამენტი მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებს პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცებს. ცვლილებები შედის "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
სტრუქტურული ცვლილების შესახებ ბიუროს სხდომაზე ისმჯელებენ, თუმცა მანამდე მსჯელობა გაიმართება საპარლამენტი კომიტეტებში. ბიუორს სხდომის შემდეგ კი საკითხი დღეს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევა და კენჭისყრა გაიმართება. კიდევ ორი კენჭისყრა, სამშაბათის რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება.
სტურქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მთავრობაში ახალი სამინისტრო შიქმნება _ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გამოეყოფა. სატრანსპორტო ადმინისტრაცია რეგიონული მართვისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს შემადგენლობიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. ცვლილებაა ეკონომიკის სამინისტროს სახელწოდებაშიც - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაერქმევა.
სტრუქტურული ცვლილების დასამტკიცების შემდეფ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას დაიწყევბს, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 30 ივნისს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე, სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს, რომელსაც კვლავ "საქართველო სიღარიბის გარეშე" ერქმევა.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი პარასკევს და/ან შაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.
სამთავრობო ცვლილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ვერა ქობალია დაიკავებს, რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს - რამაზ ნიკოლეიშვილი, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას კი, შიდა ქართლში ყოფილი გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი ჩაიბარებს.
კანონმდებლობით, მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი განმეორებით ნდობას მას შემდეგ უცხადებს, რაც უკანასკნელი ნდობის გამოცხადებიდან მინისტრთა 1/3 შეიცვლება. აღნიშნულ ცვლილებამდე, ამ მხრივ, უკვე 5 მინისტრი იყო შეცვლილი.