დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისტემის ნაწილებს პაატა დავითაია, ირაკლი ალასანია, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე და გია თორთლაძე წამოადგენენ.
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას განაცხადა.
ამასთან, "დაიცავი საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ თავად და დანარჩენი ოპოზიციონერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სისტემის წევრებად არ ითვლებიან, უნდა დასხდნენ და განსაჯონ, ვინ გახდა სააკაშვილის სისტემის ნაწილი და ვინ არა.