საკადრო ცვლილებებთან ერთად სტრუქტურული ცვლილებებიც იგეგმება. ამის შესახებ განცახდება დღეს ბიუროს სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით იქმნება ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, ეს სამივე უწყება იქნება ახალი სამინისტრო. მისივე განცხადებით, რეგონალური განვითარებისა და ინფრასტქრუტურის სამინისტროს გამოეყოფა ტრანსპორტის ადმინისტრაცია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისროს შუერთდება. ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოფა სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტი და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება.
სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად 2010 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებებიც შევა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, ცვლილებებს ექნება მხოლოდ ტენქიკური ხასიათი, რადგან ამა თუ იმ სამინისტროს გამოყოფილი უწყებების ასიგნებები სხვა სამინისტროს ბალანსზე გადავა.
როგორც ბაქრაძე აცხადებს, ბიუჯეტი არ იცვლება, უბრალოდ სამინისტროების ასიგნებებში მოხდება კორექტირება.
როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გაჟღერდა, მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტი ორშაბათს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავს, რომელიც დღის მეორე ნახევარში ჩატარდება, ხოლო რაც შეეხება მთავრობისთვის უფლებამოსილების გამოცხადებას, საკითხი ბიუროს სხდომაზე ოთხშაბათს განიხილება, რომელიც შემდგომ კომიტეტებში ხუთშაბათსა და პარასკევს განიხილება, ხოლო სავარაუდოდ შაბათს პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.