"ეროვნული ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ თითოეულ "ფორუმელს" 15 სექტემბრამდე ფორუმის რიგებში 10 მხარდამჭერის გაწევრიანება დაავალა. პარტიის წევრებს შესაბამისი მითითება შარტავამ დღეს, ვერის საკალათბურთო დარბაზში მისცა, სადაც "ეროვნული ფორუმის" პირევლი პარტიული კონფერენცია დასრულა.
შარტავას განცხადებით, შემოდგომაზე, თბილისში, "ლოკომოტივის" სტადიონზე, "ფორუმი" რიგგარეშე ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის დამატებული წევრებიც იქნებიან წარმოდგენლები. მისივე თქმით, ზაფხულში პარტიის ლიდერები სხვადსხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს გამართავენ, მიზანი კი, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნება. შარტავას განცხადებით, პარტიის აქტიურობა ჯამში იმით უნდა დასრულდეს, რომ "ეროვნულმმა ფორუმმა" სახელისუფლებო გუნდის დამარცხება დამოუკიდებლად, საკუთარი რესურსებით შეძლოს.
"ისე უნდა გაიზარდოს "ფორუმის" მხარდამჭერთა რიგები, რომ მარტოებმაც შევძლოთ ხელისუფლების დამარცხება", - განაცხადა შარტავამ..
შარტავამ დღეს, ახალი გადაწყვეტილების შესახებაც გააჟღერა ინფორმაცია. რომლის მიხედვითაც, "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარესთან შეიქმნა პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ფორუმის სხვადსხვა გადაწყვეტილებებზე იმსჯელებს. მანვე, სათათბიროს 1-ელი შვიდეულიც დაასახელა.
დღესვე, "ფორუმის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მანიფესტაციასაც გეგმავენ.