მომავალი კვირის ბოლომდე საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა ეყოლება. როგორც დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს შემოვა პარლამენტში და მომავალი კვრიის ბოლომდე მისი დამტკციება მოხდება.
"ძირითადად სამი საკადრო ცვლილება განხორციელდა და ამ მიზნით მე შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარეს და მასთან მქონდა კონსულტაციები. მომავალი კვირის ბოლომდე კი პარალმენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს" - განაცხადა ნიკა გილაურმა.