ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს გამართული პრეკონფერენციის დროს უარი განაცხადა დაესახელებინა კონკრეტული ვადები, როდესაც ბელორუსი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას" აღიარებს.
"არ მინდა ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა, ამიტომაც მე ვთქვი: მოდით, ბიჭები დღეს არ გვინდა. იმიტომ რომ იქნება მორიგი ბოდვა. ხვალ გაზეთები, ეს საცოდავები ისევ მიაწებებენ ამას კრედიტს 500 მილიონ აშშ დოლარს. არ არის საჭირო. მე ბოლოს უკვე, გაბრაზებულმა, ვუთხარი რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს: თუ ეს თქვენთვის პრობლემაა უმაღლეს სახელმწიფო საბჭოში, ნუ წერთ, ძალიან გთხოვთ მეტს გაზეთებში და არ გვინდა ბატონო თქვენი 500 მილიონი", _ განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას და დასძინა: "ჩვენ უნდა გავერკვეთ და უნდა გავიაროთ ის გზა, რაც რუსეთის ფედერაციამ გაიარა მათი აღიარებისას", _ განაცხადა ლუკაშენკომ და ბელორუსის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების კონკრეტული ვადების დასახელებაზე უარი განაცხადა.
"პირდაპირ გასაოცარია, თქვენი კითხვები ზოგი კოლეგის კითხვებს გავს რუსეთის ფედერაციიდან. თქვენ ხომ იცით როგიორ ლაპარაკობს ვლადიმერ ვლადიმერის ძე: "აღიარებს ვინმე ამ რესპუბლიკებს თუ არა ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ ამის დაჯინებით მოთხოვნას არ ვაპირებთ. ხალხს სხვა და სხვა აზრი აქვს. მე კი ვამბობ: "ნუ, თუ ასეა რას მაწვებით მე?", _ ჰკითხა ლუკაშენკომ ჟურნალიტს.