სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებით სახელმწიფო ბაჟის გადასახადიდან თავისუფლდება საგადასახადო და საბაჟო ორგანოები.
შემოსავლების სამსახური იყო ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის თნახმად, ბაჟს ჩვეულებირვ რეჟიმში იხდიდა. თუმცა მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახური ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და გაუჩნდა საკუთარი შემოსავლის შესაძლებლობა, იგი სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან გათავისუფლდა.
როგორც პარლამენტში ირწმუნებიან, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან საერთო სასამართლოებში განსახილველ ყველა საქმეზე. შემოსავლების სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მიზნით გამოსაყოფი თანხა აღარ იქნება გათვალისწინებული, ხოლო წინასწარ ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ რა თანხით შემცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან მაჩვენებელი აღებულ უნდა იქნეს წარმართული პროცესების რაოდენობიდან.