ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი ლუკ ბესონი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ფილმებით "ნიკიტა" და "ლეონი" რომანტიკული ბოევიკის ჟანრს უბრუნდება.
მისი ახალი პროექტის დეტალები ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუმცა ის იქნება პირველი ინგლისურენოვანი ფილმი, რომელსაც რეჟისორი ბოლო 10 წლის მანძილზე გადაიღებს.
ბოლო ფილმი ინგლისურ ენაზე _ ჟანა დარკი, რომელშიც მილა იოვოვიჩი მონაწილეობდა რეჟისორმა 1999 წელს გადაიღო.
ახალი ფილმის სცენარს ბესონისთვის დევიდ მარკონი წერს. Mას ეკუთვნის "კერკეტი კაკალი 4"-ს და საშინელებათა ფილმის "სურვილების ასრულება" სცენარები.
ბოლო წლების განმავლოაბში ბესონმა რამდენიმე ფილმი გადაიღო, თუმცა იგი ძირითადად საპროდიუსერო მოღვაწეობით იყო დაკავებული.
მის აქტივება "ტაქსის" ბოლო სამი ნაწილი, ასევე "დრაკონის კოცნა", ტრილოგია "გადამზიდი" და სხვა ფილმები.
წინასწარი ინფორმაციით, ბესონი ფილმის გადაღებებს სექტემბერში დაიწყებს. სავრაუდოდ, ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჟან რენო შეასრულებს.