სტუდია "დისნეიმ" ჰავაის კუნძულებზე "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეოთხე ნაწილის გადაღება დაიწყო.
ფილმს რეჟისორი რობ მარშალი იღებს. ბეღურას კი კვლავინდებურად ჯონი დეპი განასახიერებს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯონი დეპის გმირი ხვდება ქალს საკუთარი წარსულიდან, რომელსაც პენელოპა კრუზი განასახიერებს.
პენელოპა კრუზის გმირი მეკობრის _ "შავი წვერის" შვილია. ქალიშვილი წვეთი წყალივით ჰგავს მამას, რომელიც მოტყუებით აიძულებს ჯონი დეპის გმირს საკუთარ გემზე _ "დედოფალი ანას შურისძიება" მოხვედრას.
ფილმის გმირები იმ შადრევნის საძებნელად მიემგზავრებიან, რომელიც ადამიანს მუდმივ ახალგაზრდობას ჩუქნის.
ფილმის პროდიუსერები აცხადებენ, რომ მეოთხე ნაწილი საუკეთესო ტრადიციებში იქნება გადაღებული და მაყურებელი არაერთ თავბრუდამხვევ ტრიუკს იხილავს.