რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე უკრაინაში ახალი ფილმის "შაბათს" გადაღებას შეუდგა.
უკრაინულ-რუსულ-გერმანული ფილმი ჩერნობილის ტრაგედიას ეძღვნება. ფილმის მოქმედება 1986 წლის 26 აპრილს შაბათს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ ვითარდება.
ფილმის მთავარი გმირი, კომკავშირელი მუშაკი ვალერი კაბიში ერთ-ერთი პირველი იგებს სიმართლეს ჩერნობილთან დაკავშირებით და არჩევანის წინაშე დგება _ გააფრთხილოს თავისი მეგობრები მომხდარის თაობაზე, გადაარჩინოს ისინი და გადარჩეს თავად თუ შეასრულოს "ზევიდან" წამოსული ბრძანება _ "პანიკას ნუ დათესავთ".
ფილმში მთავარ როლს რუსი მსახიობი ანტონ შაგინი ასრულებს. ფილმში ასევე დაკავებულები არიან სვეტლანა სმირნოვა-მარცინკევიჩი, სტანისლავ რიადინსკი, სერგეი კუზმინი და სხვები.
ფილმის პრემიერა 2011 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.