რადოვან კარაჯიჩი დღეს პირველად წარდგა პირადად მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე ჰააგის ტრიბუნალის სასამართლო დარბაზში. თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებდა, მან ტრიბუნალის წევრებს წერილობით ადრევე აცნობა.
ამ პროცესზე იქნება განხილვა იმის შესახებ, რომ თუ როგორ უნდა გაგრძელდებს მომავალში სასამართლო პროცესი იმ პირობებში, თუკი განსასჯელი გამუდმებით სასამართლო პროცესს ბოიკოტს უცხადებს. ხოლო ის, რომ კარაჯიჩი თავისი ბოიკოტის შეწყვეტას არც მომავალში აპირებს, მისი წერილებიდანაცაა ცნობილი.
ოქმის მიხედვით, დღეს სასამართლო პროცესზე ახალი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა წესის მიხედვით განსასაჯელის ან მისი ადვოკატის არყოფნის პირობებში ახალი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოზე არ შეიძლება.
ამიტომაც უკვე მისაღებია გადაწყვეტილება პროცესის მომავალი მსვლელობის შესახებ, რადგანაც სამართლებრივი თვალსაზრისით მისი ამგვარად გაგრძელება შეუძლებელია. დღეს კარაჯიჩმა გამოთქვა იმედი, რომ სასამართლო ამგვარ დაგაწყვეტილებას მიიღებს და იგი სამართლიანი იქნება.