საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები ეცნობიან. უცხოელი ექსპერტები დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისათვის" თავმჯდმომარე ვერა ქობალიას შეხვდნენ.
ვერა ქობალიას განცხადებით, ჰააგის სასამართლოს წევრებმა უკვე დაიწყეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ეთნიკური წმენდის ფაქტების მოძიება და ანალიზი.
"მივესალმებით იმას, რომ უცხოელი ექსპერტები საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ გამოძიება და ანალიზი უკვე დაიწყეს და იმედი გვაქვს, რომ ის ოკუპანტები დაისჯებიან, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს და ამის კეთებას კვლავ განაგრძობენ", - განაცხადა ვერა ქობალიამ.