არცერთი ისეთი ნორმა არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც იქნება უარყოფითად შეფასებული ვენეციის კომისიის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ამჯერად რუსთავში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
„ვენეციის კომისიასთან გვექნება ასევე კონსულტაციები. ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ, რომ არცერთი ისეთი ნორმა არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც იქნება უარყოფითად შეფასებული ვენეციის კომისიის მხრიდან. ჩვენი ეს განცხადება, რომელიც არასდროს აქამდე არ გაკეთებულა არცერთი ხელისუფლების მხრიდან, რჩება ძალაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხვალ სრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვა, რის შემდეგ გაგრძელდება კონსულტაციები, მათ შორის, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.