ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს ხვალ, 15 მაისს წარადგენენ - 10:30 საათზე Rooms Hotel Tbilisi-ში.
საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის შედეგების პირველი ნაწილი 12 მაისს წარადგინეს.