„უახლოეს მომავალში სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მხარეებში საინჟინრო ნაგებობებს განვათავსებთ“,-განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა, დიმიტრი სანაკოევმა.
ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ განაგრძობს სასაზღვრო ზოლში ბარიერების მშენებლობას.
„ჩვენ განვიხილეთ დელიმიტაციისა და დემარკაციის აუცილებლობა სახელმწიფო საზღვართან. შეხვედრის მონაწილეებს მივაწოდეთ ინფორმაიცა, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მხარეებში საინჟინრო ნაგებობებს განვათავსებთ“,-განაცხადა სანაკოევმა.