ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და ასევე ოკუპირებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მთავრობას შორის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ე.წ. შეთანხმება გაფორმდა. „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს დე ფაქტო ლიდერებმა, ანატოლი ბიბილოვმა და ალექსანდრე ზახარჩენკომ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. შეთანხმება ხელს შეუწყობს „ორი ქვეყნის“ მოსალხეობას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას. „თანამშრომლობა“ პოლიტიკის, კრიმინალთან ბრძოლის, კულტურის, ვაჭრობისა და განათლების სფეროებში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.