11 მაისს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დაქვემო სილეზიის სავოევოდოს პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი, რომლის მიზანი ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების, ბიზნესექტორისწარმომადგენლების დაკავშირებას, ევროპული იდეისა და ღირებულებების პოპულარიზაციას, თვითმმართველობების კუთხით ურთიერთობას, კულტურულ-საგანმანათლებლო და რიგი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, რიგი ორგანიზაციული საკითხების გარდა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელებაზე მონიტორინგს აჭარისავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) დეპუტატები განახორციელებენ, ამასთან, ისინი მხარს დაუჭერენ აჭარასა და ქვემოსილეზიას შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება-რეალიზებას.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისმოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ვოლსკი და ილია ნაკაშიძე, პოლონეთის სრულუფლებიანი დასაგანგებო ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.
დღესვე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის მერიებს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტისგამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქალაქ მილიჩის ვიცე-მმართველმა სლავომირ სტრელეცკიმ. პოლონეთის დელეგაცია ხვალ ქალაქ ბათუმს ეწვევა.