საბერძნეთში, დასავლეთ ატიკაში სამი ქართველი ექთანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას multi-news.gr ავრცელებს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ისინი კერძო მედდებად ლიცენზიის გარეშე მუშაობდნენ, რის გამოც სახელმწიფო დაზარალდა.
გარდა ქართველებისა, დაკავებულთაგან სამი ალბანელი, ორი ბულგარელი და ორი ბერძენია.
მათივე ცნობით, საქმეს ათენის პროკურატურა გამოიძიებს.