დღეს, 24 ივნისს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში "ლიტერატურული გაზეთის" მიერ გამოცხადებულ "ერთი მოთხრობის კონკურსში" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პირველ ადგილის მფლობელი დიპლომთან ერთად ფულად ჯილდოს 1200 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული - 800 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე - 500 ლარს. სამივე გამარჯვებულის მოთხრობა დაიბეჭდება "ლიტერატურულ გაზეთში". გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათით დააჯილდოვებს წარმომადგენელი მაღაზიისა "წიგნები ვაკეში", რომლითაც გამარჯვებულები თავად აირჩევენ სასურველ წიგნს.
კონკურსში მონაწილეობა 44 ავტორმა მიიღო. კონკურსანტთა ასაკი შეზღუდული იყო 18-იდან 30 წლამდე. საკონკურსო მოთხრობები განიხილა ხუთკაციანმა ჟიურიმ, რომელის წევრები არიან მწერალი რეზო ჭეიშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი ზაალ სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი ივანე ამირხანაშვილი, მწერალი ლაშა იმედაშვილი და მწერალი არჩილ ქიქოძე.
ღონისძიება იმართება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მხარდაჭერით.