ევროსაბჭოს საპალამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის წევრთა აზრი ქარულ-რუსული დოსიეს დახურვასთან დაკავშირებით ორად გაიყო. განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ასამბლეაში რუსული დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.
მისი თქმით, საკითხს კენჭისყრისას _ გაიყინოს თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგების განხილვის საკითხი - კომისიის 16 წევრი მომხრე აღმოაჩნდა, 16 კი წინააღმდეგი იყო.
"ასე რომ, არ გვეყო მხოლოდ ერთი ხმა, რათა ქართულ-რუსული დოსიე ამ სესიაზევე დაგვეხურა", _ განაცხადა სლუცკიმ და დასძინა, რომ ქართულმა დელეგაციამ თავად ამ საკითხის ამგვარად ფორმულირებისა და დაყენების გამო პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
სლუცკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ მოსკოვი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.
"ამიტომაც არ არის გამორიცხული, ეს საკითხი კენჭისყრაზე ისევ დადგეს, მომდევნო საშემოდგომო სესიაზე", - განაცხადა მან.
"ჯერჯერობით არ გამართულა მომხსენებელ მათიას იორშის შემცვლელის დანიშვნის შესახებ კენჭისყრა და თუ ეს მოხდა, ანგარიშის მომზადება ნულიდან გახდება საჭირო", _ აცხადებს სლუცკი და დასძენს, რომ ამის წინააღმდეგია მთელი რუსული დელეგაცია, ვინაიდან, მათი აზრით, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის დასკვნის შემდეგ კიდევ სხვა ანგარიშის მომზადება ფუჭი დროის კარგვა იქნება.