სეპარატისტულ აფხაზეთში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იტალიის პროვინცია ბოლცანოს (სამხრეთ ტიპოლი) აგრობიზნესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, დელეგაციას კერძო კომპანია " AGRIFOOD "-ის ხელმძღვანელი კლაუს ველპონერი ხელმძღვანელობს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც სერგეი შამბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო იგი ბოლცანოში იმყოფებოდა და იტალიელი აგრონომების გამოცდილებით ინტერესდებოდა. ხოლო მას შემდეგ რაც სერგეი შამბა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გახდა, მან ბოლცანოში აგრარული ბიზნესის წარმოების უფრო დეტალურად შესასწავლად აფხაზეთის დელეგაცია გააგზავნა.
აღნიშნულ დელეგაციას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში უკვე შეხვდა და განაცხადა, რომ "სამხრეთ ტიპოლში სოფლის მეურნეობის განვითარების მდიდარი გამოცდილებაა დაგროვილი, რომლის გამოყენებაც აფხაზეთში შეიძლება".