ძლიერი წვიმის გამო ლილოს ბაზრობა დაიტბორა. წყალი მაღაზიებში და საწყობებში შევარდა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრობის დატბორვის მიზეზი საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა გახდა.
ამასთან, ლილოში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე ხის საამქროც დაიტბორა. წყალმა ქარხნის მთელი ტერიტორია დაფარა, რის გამოც იქ მყოფი 12 მუშა გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
საამქროს თანამშრომლობის გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის დახმარებით მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც საამქროს ხელმძღვანელები აცხადებენ წვიმის მიერ მიყენებული ზარალი 10 ათას ლარს აღემატება.