დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ამასთან, დაგეგმილია ბაქრაძის ბრიუსელში, ნატო - საქართველოს საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 30 მაისს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებზე და ქვეყნის ოკუპირებულ რეგინებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
ბაქრაძესა და რასმუსენის შეხვედრაზე კი ძირითადი დროს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯების განხილვას დაეთმობა.